ჩვენი უპირატესობები

ცოდნა

“ჯეი ემ კომპანი” თავს უყრის სათანადოდ განათლებულ და მოტივირებულ კადრებს. იგი ასევე რეგულარულად ზრუნავს მათი ცოდნისა და უნარების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

გამოცდილება

იმ თანამშრომლების უმრავლესობას, რომლებიც მომხმარებელს აწვდიან სპეც-ტექნიკასთან დაკავშირებულ სერვისებს, აქვს 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

პროფესიონალიზმი

ჩვენ ვიცით, რომ ინვესტიციის წარმატების ხარისხს განსაზღვრავს ბევრი ფაქტორი. თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების, დროის, არსებული კაპიტალისა და ძირითადი საშუალებების სწორი მენეჯმენტი.

საიმედოობა

“ჯეი ემ კომპანი” ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი ბრენდის იმიჯსა და რეპუტაციას. შესაბამისად კომპანიის უპირველესი ამოცანა მუდმივად გახლავთ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებების უნაკლო და უპირობო შესრულება.

ანგარიშსწორების მოქნილი სქემა

ანგარიშსწორების მოქნილი გეგმა პროექტის მიმდინარეობის მანძილზე – ყოველგვარი საავანსო თანხის მოთხოვნის გარეშე, შესაბამისი საგარანტიო უზრუნველყოფის პირობით.

თანამედროვე ტექნოლოგიები

სწრაფადგანვითარებადი ტექნოლოგიები დამატებით მოტივაციას უქმნიან “ჯეი ემ კომპანის”, რომ გამოიყენოს ინოვაციური მიდგომები მშენებლობის პროცესში. კომპანია რეგულარულად იძიებს და სწავლობს სამშენებლო სფეროსთვის შემოთავაზებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს.

მძლავრი ტექნიკური ბაზა

თანამედროვე, სისწრაფესა და ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობა შეუძლებელია მუდმივად-განახლებადი, მძლავრი ტექნიკური ბაზის გარეშე. ამას კი ეფექტურად უზრუნველყოფენ “ჯეი ემ კომპანის” კვალიფიციური პერსონალი და ტექნიკოსები, რომელთა ძალისხმევითაც  სპეც-ტექნიკა მუდმივად გამართულ მდგომარეობაშია.

მომსახურების მაღალი დონე

სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას “ჯეი ემ კომპანი” უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დამკვეთისთვის კომფორტული პირობებისა და გარემოს შექმნას, რაც გამოიხატება: პროექტის მიმდინარეობისას დეტალური ანგარიშის მომზადება-წარდგენაში, პრობლემების ურთიერთშეთანხმებით გადაჭრაში და ა.შ.

    Etiam magna arcu, ullamcorper ut pulvinar et, ornare sit amet ligula. Aliquam vitae bibendum lorem. Cras id dui lectus. Pellentesque nec felis tristique urna lacinia sollicitudin ac ac ex. Maecenas mattis faucibus condimentum. Curabitur imperdiet felis at est posuere bibendum. Sed quis nulla tellus.

    ADDRESS

    63739 street lorem ipsum City, Country

    PHONE

    +12 (0) 345 678 9

    EMAIL

    info@company.com