ჯეი ემ კომპანი

ჩვენ შესახებ

სულ რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ტექნიკის დაქირავება სამშენებლო კომპანიებისთვის კარგად ნაცნობ ბევრ პრობლემასთან  იყო დაკავშირებული. აღნიშნული ბაზარი საკმაოდ მოძველებული ტექნიკითა და მომსახურების დაბალი ხარისხით ვერ აკმაყოფილებდა სამშენებლო კომპანიების მოთხოვნებს.

თუმცა 2013 წელს „ჯეი ემ კომპანი“ დაარსდა და მიზნად არა მარტო  ლიდერის პოზიციის დაკავება, არამედ ბაზრის განვითარება და გაუმჯობესება დაისახა.

დღევანდელი მდგომარეობით „ჯეი ემ კომპანი“  სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი საუკეთესო პროვაიდერია საქართველოში. უმთავრეს პრიორიტეტს მომხმარებლისთვის თანამედროვე სამშენებლო ტექნიკისა და კვალიფიციური მომსახურების შეთავაზება წარმოადგენს.

კომპანიის მმართველი გუნდის ძირითად მახასიათებელს ის გამოცდილება წარმოადგენს, რომელიც სამშენებლო სფეროში გრძელვადიანი მოღვაწეობის დროს შეიძინა. ამ გამოცდილების დამსახურებით „ჯეი ემ კომპანიმ“ ზუსტად იცის სამშენებლო ტექნიკის ოპერირებისათვის საჭირო ყველა ნიუანსი, რაც დამატებით კომფორტს უქმნის დამქირავებელს.

„ჯეი ემ კომპანი“ ზედმიწევნით კარგად იცნობს სამშენებლო კომპანიებისათვის დამახასიათებელ მუშაობის სტილსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ ჩვენი ბრენდის კონკურენტუნარიანი უპირატესობა არის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდამ მზადაა შემოგთავაზოთ ხარისხიანი, მოსახერხებელი და სწრაფი მომსახურება, რაც თქვენი წარმატების წყალგაუვალი გარანტია გახდება.

ჩვენი ხედვა

„ჯეი ემ კომპანის“ გააჩნია სამუშაოების შესრულების უზარმაზარი პოტენციალი. ამ სტანდარტის მისაღებად და შემდგომ შესანარჩუნებლად აუცილებელია სამშენებლო ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების თანამედროვე  და მუდმივად განახლებადი  ბაზის არსებობა. ჩვენ რეგულარულად ვანხორციელებთ ინვესტიციებს არსებული ბაზის გასაზრდელად და გასაუმჯობესებლად. ამ ეტაპზე „ჯეი ემ კომპანი“ ფლობს:

  • მობილურ ამწეებს
  • ჩანგლიან სატვირთველს
  • ამწე კალათას
  • ბულდოზერს
  • დამტვირთველს
  • ჩასაბმელიან ტრაქტორს
  • ავტო კალათას
24სპეც-ტექნიკა
32თანამშრომელი

რას ამბობენ ჩვენზე

    Etiam magna arcu, ullamcorper ut pulvinar et, ornare sit amet ligula. Aliquam vitae bibendum lorem. Cras id dui lectus. Pellentesque nec felis tristique urna lacinia sollicitudin ac ac ex. Maecenas mattis faucibus condimentum. Curabitur imperdiet felis at est posuere bibendum. Sed quis nulla tellus.

    ADDRESS

    63739 street lorem ipsum City, Country

    PHONE

    +12 (0) 345 678 9

    EMAIL

    info@company.com