Blog

ბაკურციხე-გურჯაანი მაგისტრალის მშენებლობა

ივლისი 22, 2018 by in Industry News

  “კომპანია ბლექ სი გრუპი” ახმეტა-თელავი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობას ახორციელებს. “ჯეი ემ კომპანი” კი მონაწილეობას ხიდების მშენებლობაში იღებს.

პროექტის ფარგლებში დღეს ჩვენმა უაღრესად კვალიფიციურმა ოპერატორებმა ორი 70 ტონიანი მოცულობის, XCMG მობილური ამწით ხიდზე 44 ტონიანი კოჭები განალაგეს.

აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებასა და ხარისხს, ამასთანავე დააკავშირებს მას თბილისთან. კახეთში გზების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს, ვინაიდან რეგიონში სოფლის-მეურნეობა საკმაოდ განვითარებულია და მას დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    Etiam magna arcu, ullamcorper ut pulvinar et, ornare sit amet ligula. Aliquam vitae bibendum lorem. Cras id dui lectus. Pellentesque nec felis tristique urna lacinia sollicitudin ac ac ex. Maecenas mattis faucibus condimentum. Curabitur imperdiet felis at est posuere bibendum. Sed quis nulla tellus.

    ADDRESS

    63739 street lorem ipsum City, Country

    PHONE

    +12 (0) 345 678 9

    EMAIL

    info@company.com